თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.