კორონავირუსზე ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს
Tbilisi Daily
თუ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსზე ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. რათქმაუნდა ეს დიდ მატერიალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ამჟამად, NCDC იღებეს გადაწყვეტილებას, თუ ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება.
ამასთან, საოგადოების ამა თუ იმ ფენის გაკონტროლებით, შესაძლებელი გახდება ინფექციის შიდა გავრცლების თავიდან არიდება.
ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძეს განაცხადა.
„რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება, თუ არის ასეთი შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს დიდი მატერიალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას, როგორც იცით, განსაზღვრავს NCDC და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოებას რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება.
პირადად ჩემი აზრი კი ასეთია, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს, კლასტერებს დავარქმევთ, ჯგუფებს თუ სხვას, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას.
სწრაფი ტესტების ნამდვილობაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს ტესტები, ფაქტია, დიდ სამსახურს უწევს ეპიდსიტუაციის კონტროლს.“,- განაცხადა გოფოძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ლევანგოოძე
#სწრაფიტესტირება
#tbilisidaily