გორის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების რიცხვი შემცირებულია

Gori Daily

გორი საბავშვო ბაღებში სწავლის სურვილით, 1026 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააგენტოს უფროსის განმარტებით, ეს რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ქალაქის მასშტაბით, სააგენტოს 1040 აღსაზრდელის მიღება შეუძლია, სოფლებში კი ამ მხრივ, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, რაოდენობრივი ლიმიტი არ არსებობს. "რეგისტრაციის პროცესში სააგენტოში სულ 1026 განცხადებაა შემოსული. მათ შორის შესაძლოა მშობელმა ბავშვი რამდენიმეგან დაარეგისიტრირა. თუმცა ქალაქის მასშტაბით სულ 1040 ადგილი გვაქვს. სოფლებზე არანაირი პრობლემა არაა. განცხადებით ვიღებთ ბავშვებს. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, კი ამბობენ, რომ აღარ გადაიდება და 15 სექტემბერს დაიწყება, თუმცა არის საუბრები, რომ ეს ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული", - ამბობს ლია კოვზიაშვილი. რაც შეეხება რეგულაციებს, სააგენტოში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რამდენი აღსაზრდელის დაშვება შეეძლებათ დისტანციის დაცვის მხრივ ჯგუფში და როგორ უზრუნველყოფს ამას მაშინ, როდესაც პანდემიამდე ზოგიერთ ჯგუფში 30-35 აღსაზრდელი ირიცხებოდა. ლია კოვზიაშვილის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ზემდგომი ორგანოებისგან შესაბამის ინტრუქციას ელოდებიან. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ბავშვები #სიახლე #goridaily #ახალიამბები