22 ივლისი - 15 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში 1 236 მგზავრი შემოვიდა - მარიამ ქვრივიშვილი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 22 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყანაში 1 236 მგზავრი შემოვიდა. მისივე თქმით,აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპითმგზავრთნაკადისტესტირება. „22 ივლისი - 15 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმადააგენერირა2 200-ზე მეტი მგზავრი, საიდანაც ქვეყანაში შემოსულია 1 236 ადამიანი, რაც უტოლდება ჯამურიმგზავრთნაკადის56 პროცენტს. ეს საკმაოდ პოზიტიური რიცხვია.ბუნებვრივია, დღეს ყველავიაზრებთ, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა ჩვენ გვქონოდა, რომ არა პანდემია, თუმცა ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან შეინიშნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია. აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპითმგზავრთნაკადისტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოსკომფროტულიდა სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნულიტესტირებებისსაფუძველზე აღებული ყველა ნიმუში არისკოვიდნეგატიური“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.