სად შეძლებენ ფერმერები მიღებული 200 ლარის გამოყენებას ? - სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა

Kutaisi Daily

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებაა. პროგრამის მიხედვით, გლეხებს აგრო-ბარათზე ყოველ 1 ჰა-ზე 200 ლარის ექვივალენტი 200 ქულა დაერიცხებათ. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია, რომლის გამოყენება მხოლოდ აგრომაღაზიაში შეეძლებათ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა: "„ დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი და შემდეგ ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის სპეციალური ტერმინალები. ანუ კონკრეტულად იმ პროდუქტით მოვაჭრე ობიექტებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარსამართადაა საჭირო, იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა მოვლის საშუალებები თუ სხვა. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ამ მაღაზიებში ექნებათ შესაძლებლობა , რომ ეს ბარათები გამოიყენონ და გაანაღდონ ის ქულები, რომლებიც ბარათზე დაერიცხებათ. ამავდროულად, 1 ჰექტარზე მეტი მიწის მეპატრონეებს, რომელთაც რეგისტრირებულ აქვთ მიწა შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მექანიზაციის სერვისით, სადაც ანალოგიური პრინციპით გაანაღდებენ ბარათზე დარიცხულ ქულებს და მექანიზაციის სერვისს მიიღებენ“,-განაცხადა ჯიბლაძემ. #სოფლისმეურნეობა #ანტიკრიზისულიგეგმა #KUTAISIDAILY