აშშ-ში 14 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოელიან, რომ მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები 14 დეკემბრიდან დაიწყება აშშ-ში, სადაც ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა ეპიდემიის განმავლობაში 300 000-ს გასცდა. ეს რიცხვი უკვე აღემატება აშშ-ის მსხვერპლს მეორე მსოფლიო ომში.
მანამდე აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარიული მეთვალყურეობის უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით გაიცეს ნებართვა ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებისთვის, რომელიც ამერიკულმა კორპორაცია Pfizer-მა შექმნა გერმანულ კომპანია BioNTech-თან თანამშრომლობით.
ვაქცინის პირველი პარტია, 3 მილიონი პრეპარატი, 14-16 დეკემბერის ფარგლებში მოხმარდება 16-დან 85 წლის მოქალაქეების აცრას.
პრიორიტეტული პირველ ეტაპზე იქნება სამედიცინო პერსონალის, ხანდაზმულთა სახლებში მყოფი ადამიანების და იმ სახელმწიფო მოხელეების ვაქცინაცია, რომლებზეც არის დამოკიდებულ მთავრობის გამართული საქმიანობა.
აშშ-ის გარდა, კანადაშიც 14 დეკემბრიდან ელიან ვაქცინის მიღებას გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის.
ვაქცინაციის პროცესი დეკემბრის დასაწყისიდან უკვე მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში. Pfizer-BioNTech-ის მიერ შქმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელსაც, როგორც აცხადებენ, 95%-იანი ეფექტიანობა აქვს, მხარი დაუჭრეს მექსიკამ, საუდის არაბეთნა, ბაჰრეინმა და ისრაელმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30999689.html
#ახალი_ამბები
#twitter