4 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
Tbilisi Daily
ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტებისა და გართობისთვის. შემოქმედებითი აღმაფრენა, რომელიც ამ დღეს გეწვევათ, თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანს. ახლობლებისგან და ნათესავებისგან დახმარებას არ უნდა ელოდოთ და ყველა საქმეს თავად გაუმკლავდეთ. ამ დღეს შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ. ეცადეთ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ მეტი გაგება და მოთმინება გამოიჩინოთ.