როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

Tbilisi Daily

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი, ტემპერატურა 33-38 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასა და სეტყვას ელოდებიან, მაქსიმალური ტემპრატურა 35 გრადუსი დაფიქსირდება. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დედაქალაქში ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.