დღე, როდესაც მერაბ კოსტავას სახლში ფსიქიატრულის პაციენტი მოვიდა!

0
ერთხელ შუაღამისას ჩვენს სახლს მოადგა ვიღაც ყვირილით: კოსტავა! კოსტავა! გააღო მერაბმა კარი და ვიღაც უცნობი დახვდა. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოვიქეცი და ღამე გამათენებინეო, უთხრა. შემოდიო - მერაბმა, ასვა, აჭამა და და დააძინა. მეორე დღეს დილუდანვე მერაბი ეროვნული საკითხების მოსაგვარებლად წავიდა და გვიან ღამემდე არ დაბრუნებულა. ეს უცნობი კი ორი კვირა ჩვენთან დარჩა, წასვლას არც აპირებდა. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი მერაბს: "შვილო შენ სულ საქმეებზე გადიხარ და მე კი ნეშინი უცხო ადამიანთან სახლში მარტო ყოფნა. უთხარი წავიდეს!" მერაბი ძალიან გაბრაზდა და მითხრა: "კარგი იქნება, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავარდე და არავინ შეგიშვას სახლში? იცი თუ არა შენ, რომ სულით ავადმყოფი უფრო ახლოსაა ღმერთთან?" ამის შემდეგ აღარაფერი მითქვამს. უცხოს როცა მობეზრდა ჩვენთან ყოფნა, თვითონ წავიდა თავის გზაზე.
0