რა უნდა ვიცოდეთ ეიფელის კოშკის ნახვა თუ გვინდა

0
?პარიზი ეიფელის გარეშე წარმოუდგენელია. თუ მის მონახულებას გადაწყვეტთ და ბილეთს ონლაინ არ შეიძენთ, ჩათვალეთ მთელი დღე რიგში დგომა მოგიწევთ. პირადად მე იქ ვიყიდე ბილეთი და შესვლის რიგში იმდენ ხანს ვიდექი დაღამდა ? ბილეთი 16€-დან 26€-მდეა. გააჩნია სადამდე გსურთ ასვლა. მე ბოლომდე ავედი. იქიდან პარიზის ხედები ყველაზე კარგად ჩანს. კოშკის წვერზე ოთახია მოწყობილი და ცვილის ფიგურები დგას.
იქვეა მოთხრობილი ისტორიაც. ეიფელი საოცრად ლამაზია ღამე, თუმცა ღამის პარიზზე ცალკე პოსტს დავდებ. ? თუ გსურთ ფოტოებში ეიფელი მთლიანად გამოჩნდეს ეს ადგილი უნდა იპოვოთ, სადაც მე მაქვს გადაღებული სურათი. ეიფელთან ახლოსააა და არ გაგიჭირდებათ მისი მიგნება.
Paris

#საფრანგეთი #რავნახოთპარიზში #ეიფელისკოშიკი #ბლოგერი #მოგზაურობა

0