"ჩვენს გალაქტიკაში, როგორც მინიმუმ 36 განვითარებული უცხო ცივილიზაცია არსებობს"

0
ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ეს დასკვნა, სხვადასხვა კალკულაციების საფუძველზე დადო და მას "კოსმოსური ევოლუცია" უწოდა ჩვენი გალაქტიკა შედგება 100-400 მილიარდი ვარსკვლავისგან და საშუალოდ ყველა ვარსკვლავს, თითო ეგზოპლანეტა მაინც ჰყავს ორბიტაზე. მეცნიერების აზრით, დაახლოებით 5 მილიარდი წელიწადია საჭირო პლანეტაზე გონებრივად განვითარებული სიცოცხლის ევოლუციისთვის(დედამიწაზე ამას 4.5 მილიარდი წელიწადი დასჭირდა). ასევე დედამიწის მაგალითზე დაკვირვებით, ტექნოლოგიურად განვითარებული სიცოცხლე, როგორც მინიმუმ 100 წელი მაინც არსებობს და აგზავნის სიგნალებს კოსმოსში. ამ დაშვებებით და უკვე შესწავლილი ვარსკვლავებისა თუ ეგზოპლანეტების ანალიზის საფუძველზე, ამ მეცნიერთა ჯგუფმა გამოთვალა, რომ ჩვენს გალაქტიკაში მინიმუმ 36 უცხო ცივილიზაციაა, რომლებიც აგზავნიან მსგავს სიგნალებს. ჩვენ კი მათ იმ მიზეზით ვერ ვაფიქსირებთ, რომ დასახლებულ პლანეტებს შორის საშუალო მანძილი 17 000 სინათლის წელიწადია(ჩვენ კი მხოლოდ 100 წელია ვაგზავნით მსგავს სიგნალებს). credit: forbes
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0