ცრუ განგაში მწვადის გამო
Tbilisi Daily
რუსთავში, მეთორმეტე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-8 სართულზე მოსახლეობამ ცეცხლი შენიშნა და სახანძროს გამოიძახა.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს მაყალში დანთებული ცეცხლი დახვდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ოჯახი შვილის 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა და მაყალში მწვადის შეწვას აპირებდნენ.
„ბავშვს დაბადების დღე აქვს და მწვადს უწვავს მამა, არ შეიძლება? ვინ გამოიძახა სახანძრო? აქ რა საფრთხე დაინახეს“, – ამბობენ ოჯახის წევრები. შესაბამისი მასალა "ინფორისთავმა" გაავრცელა.