თუ შენ დახვდები სუსტი, კოვიდი - ძლიერდება და თუ შენ ხარ ძლიერი, კოვიდია სუსტი - ლადო კახაძე
Pirveliradio Ge
თუ შენ დახვდები სუსტი, კოვიდი - ძლიერდება და თუ შენ ხარ ძლიერი, კოვიდია სუსტი - ამის შესახებ განცხადება,“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
“თუ შენ დახვდები სუსტი, კოვიდი - ძლიერდება და თუ შენ ხარ ძლიერი, კოვიდია სუსტი. ამიტომ ყველა პაციენტი მოითხოვს არა მხოლოდ სტანდარტულ მკურნალობას, არამედ ინდივიდუალურ მკურნალობას. ეს არის ექიმის ხელოვნება. კიდევ მთავარი არის განწყობა - ზოგჯერ გინახავთ, როცა რაღაცაზე გაბრაზებული მანქანით მიდიხარ, წვიმს და “კიდევ წვიმს, ამ მთავრობისო...“ - ბევრს შეუგინია. მნიშვნელოვანია განწყობა, თუ როგორ სვამ წამალს. შეიძლება “რემდესივერი“ მოგცენ, ცუდ განწყობაზე იყო მის მიმართ, ვინც წამალი მოგცა და წამალი არ იმოქმედებს. ქვეყანა გენიალური უზნაძის თეორიის პატრონი ვართ და სრულიად სხვა რამეს ვავლენთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.