ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიას ნაკრებში გავუშვებთ, თუ ევროლიგაში კლუბის თამაშებს არ დაემთხვევა
On.ge
ცსკა-ს პრეზიდენტის, ანდრეი ვატუნინის განცხადებით, მზად არიან თორნიკე შენგელია სანაკრებო თამაშებზე გაუშვან, თუ ევროლიგაში კლუბის თამაშებს არ დაემთხვევა. ამის შესახებ მან Sports.ru-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
https://on.ge/story/60445-%E1%83%AA%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90

3 წუთის წინ
სპორტი
კალათბურთი
ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიას ნაკრებში გავუშვებთ, თუ ევროლიგაში კლუბის თამაშებს არ დაემთხვევა

ცსკა-ს პრეზიდენტის, ანდრეი ვატუნინის განცხადებით, მზად არიან თორნიკე შენგელია სანაკრებო თამაშებზე გაუშვან, თუ ევროლიგაში კლუბის თამაშებს არ დაემთხვევა. ამის შესახებ მან Sports.ru-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
"ჩვენ მზად ვართ "ფანჯრების" დროს სანაკრებო თამაშებზე გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით, რომ ის ევროლიგაში ცსკა-ს მატჩს არ დაემთხვევა. მოთამაშის საქმეა, როგორ მოიქცევა. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ვიპოვით გამოსავალს. მომავალ სეზონში გამგზავრებები სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ იქნება, რადგან საქართველო, როგორც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყანა, ფინალურ ტურში საგზურს ფლობს, მსოფლიო რეიტინგისთვის იბრძვის და ახალ მოთამაშეებს ცდის. უფრო მნიშვნელოვანი 2021-22 წლების სეზონი იქნება, როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი მატჩები დაიწყება", — აღნიშნა ვატუნინმა.
#News