საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ს​აქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა58 გახდა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 4 887 პაციენტი.