ჩინეთში ვირუსის აფეთქების ტალღამ მეორე ქალაქიც მოიცვა

Headline

ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის მორიგი აფეთქების შეჩერებას ცდილობს, თუმცა ინფიცირების ახალი ტალღა ნელნელა მეორე ქალაქზეც ვრცელდება. ორშაბათს, ჩინეთის ქალაქ კაშგარში, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, სინძიანის პროვინციაში მდებარეობს. ქვეყანაში ინფექციის გავრცელებასთან ერთად მთავრობა ფრენებზე კვლავ აწესებს შეზღუდვებს. ჩინეთის ახალი აფეთქების კერად სინძიანი, უიღურის რეგიონალური დედაქალაქი იქცა. ბოლო პერიოდში ჩინეთი წარმატებით უმკლავდებოდა კორონავირუსის შემთხვევებს და აკონტროლებდა მისი გავრცელების ტემპს. ვუჰანში, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მხოლოდ 100 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ეს კი საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს ვირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში აკრიტიკებს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვირუსის გავრცელების დონით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აშშ ჩინეთს ბრალს სდებს, რომ ისინი ინფიცირების შემთხვევების რეალურ მაჩვენებელს არ ასაჯაროვებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვირას 63 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაადასტურა. ქვეყანაში სულ ვირუსის 3.8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩინეთის მაჩვენებელს 86 000-ით აღემატება. წყარო: The Hill სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #coronavirus #China #კორონავირუსი #ჩინეთი #ახალიამბები