პეტიცია ზურა დოიჯაშვილის მხარდასაჭერად

Tbilisi Daily

მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის მხარდასაჭერად, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა. მისი ადრესატი დედაქალაქის მერია და კახა კალაძე. "ბატონო კახი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, თავის საქმის უდაო პროფესიონალი, გამორჩეული ხმის ტემბრის ქართველი ვარსკვლავი, კოლორიტი თბილისელი - ზურა დოიჯაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, ის დღემდე აპარატზეა მიერთებული, თუმცა ებრაელი ექიმები ზურა დოიჯაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში ძალ-ღონეს არ იშურებენ და ახლობლებსაც გვაიმედებენ. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხოვნას თქვენთან: - ზურა დოიჯაშვილს თბილისში უკვე აღარ აქვს საცხოვრებელი, მათი პირადი პრობლემის გამო ისინი 1 წლის წინ დარჩნენ ამ მდგომარეობაში და ოჯახით მოუწიათ ისრაელში გადასვლა. ზურას ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან ერთად, თან დაერთო მსოფლიო პანდემია და გლობალური კრიზისი, - გთხოვთ თბილისში მას და მის ოჯახს გადასცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც ზურა დაბრუნდება ოჯახთან ერთად და გააგრძელებს თავის საყვარელ ქალაქში ცხოვრებას და მოღვაწეობას, ისევ ისეთი ენერგიული და მოტივირებული, როგორც აქამდე"- წერენ პეტიციის ავტორები. #news #პეტიცია #ზურაბდოიჯაშვილი #მერია #TbilisiDaily