პრემიერმინისტრი მარნეულსა და გარდაბანში გაემგზავრება

Marneuli Daily

დღეს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ქვემო ქართლს ეწვევა. მედიის ინფორმაციით,პრემიერ მინისტრი, ბოლნის-დმანისის-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქში მმართველი ქართული ოცნების პარტიის კანდიდატის გოგი მეშველიანის ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრება. ღონისძიებები გაიმართება წალკის, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში. ცერემონიალს დაესწრებიან მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სხვა ოფიციალური პირები. 21 აგვისტოს, ოფიციალურად დასახელდება მარნეულ-გარდაბნის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს 31 ოქტომბერს გამართავს. #მარნეული #პრემიერმინისტირი #MarneuliDaily წყარო : 24News.ge #ახალიამბები