პაატა იმნაძე: ჭორებით სავსეა ჩვენი ქალაქი - ლოქდაუნი ჭორია
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სრულ ლოქდაუნთან დაკავშირებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
"სრული ლოქდაუნის გამოცხადებაზე ლაპარაკი არ არის. ჭორებით სავსეა ჩვენი ქალაქი, ამაზე არავითარი მსჯელობა არ ყოფილა. ორ თვიანი გეგმა არის და იმის მიხედვით კეთდება ყველაფერი, ამიტომ ჩვეულებრივი ჭორია" — იმნაძე.