ევრობასკეტზე საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილიაEs

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია. საქართველო კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა. საქართველოს ჯგუფში არიან:თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი. ევრობასკეტის ყველა ჯგუფი კი შემდეგნაირად გამოიყურება : A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი. B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია. C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი. D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები. ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება. პლეი ოფის თამაშებს კიგერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.