მაიკ პომპეო გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანს ხვდება

Pirveliradio Ge

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება. ფოტო:"მთავარი არხი"