Დავით ფურცხვანიძემ ფოტოები შვილს დაამუშავებინა

Tbilisi Daily

პროკურატურის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტის ფოტოების ფალსიფიკაციის, პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ყალბი მტკიცებულებების შექმნის ბრალდებით დააკავეს. უწყების განცხადებით, ფურცხვანიძემ სატელიტის ფოტოები თავის შვილს დაამუშავებინა. "დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის, რომ საქართველოს პროკურატურა ატარტებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოპოვების მიზნით. დ.ფ.-მ [დავით ფურცხვანიძე] საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით გამოძიებისთვის წარმოდგენა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოაჯხის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 7 სექტემბერს დ.ფ-მ სკაიპის საშუალებით მიიღო ვებგვერდ Zoom Earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოთხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ არ არის ასახული. დაკავებულის შვილის მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოების დამუშავება და ელექტრონული ფოსტის გამოყენებით დ.ფ-სათვის გადაგზავნა. დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ WhatsApp-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამისვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფოტოები წარუდგინა პროკურატურას მტკიცებულების სახით", — განაცხადა პროკურორმა ბრიფინგზე. ფურცხვანიძე წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით. პროკურატურის განცხადებით, აღვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვენ, რადგან ფურცხვანიძეს აქვს შეძენილი ავიაბილეთები და გეგმავს ქვეყნის დატოვებას. დავით ფურცხვანიძეს უკავრშირდება სატელიტის ფოტოების გავრცელება, რომლითაც თითქოსდა მტკიცდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოჩენის ადგილზე წინა დღეებში არ იყო. თუმცა აღინუშნული ექსპერტიზის შემდეგ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.