კორონავირუსის 17 340 ახალი შემთხვევა რუსეთში
Tbilisi Daily
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 480 646-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 283 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 25 525-ს მიაღწია. 11 263-ით გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.
საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 119 251 ადამიანი განიკურნა.
ცნობისთვის, ინფიცირებულების რაოდენობით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.