ჯანმო: მსოფლიო „მძიმე ეტაპში შედის“

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით დღეს მსოფლიოში, სავარაუდოდ, 780 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, რაც მთელი დედამიწის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა მაიკლ რაინმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რიცხვი „ოპტიმისტურ სცენარს“ წარმოადგენს, რეალურად ინფიცირებული შეიძლება მეტიც იყოს. კორონავირუსის მეორე ტალღის კომენტირებისას რაიანმა განაცხადა, რომ ახლა მსოფლიო „მძიმე ეტაპში შედის“. ცნობისთვის, დღეისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 35,5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. მათგან ნახევარი სამ ქვეყანაზე მოდის - აშშ (7,6 მილიონი) ინდოეთი (6,7 მილიონი) და ბრაზილია (4,9 მილიონი).