რომელი დაავადებები ართულებს დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას ყველაზე მეტად

Mediamall

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში ის დაავადებები დაასახელა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ყველაზე მაღალ რიკს-ფაქტორს წარმოადგენს. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ასეთია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი, თირკმლების ქრონიკული უკმარისობა. „ნებისმიერი ორგანოსა და ორგანოთა სისტემის უკმარისობა წარმოადგენს რისკს, თუმცა ყველაზე მაღალ რისკად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს. საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. #coronavirus #covid19 #stopcovid19