"იურიდიული კულტურა უნდა ჩავნერგოთ საკუთარ თავსა და ჩვენს მოქალაქეებში.."

Sokhumi Daily

ოკუპირებულ აფხაზეთში სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობის გასაუმჯობესებელ ზომებს. ინფორმაციას ბჟანიას ვებ - გვერდზე ადასტურებენ. "სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობის ასამაღლებლად სამუშაო ჯგუფი პირველად იკრიბება. ეს არ არის მარტივი სამუშაო, ის მოითხოვს ყურადღების გაზრდას, ცოდნას, უნარებს, ნებისყოფას, ფინანსურ რესურსებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს" - თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აუცილებელია "ვიცხოვროთ გარკვეული წესების, გარკვეული კანონების შესაბამისად, რომლებიც მიღებულია და მკაცრად დავიცვათ ისინი". მან აგრეთვე განმარტა, რომ "იურიდიული კულტურა უნდა ჩავნერგოთ საკუთარ თავსა და ჩვენს მოქალაქეებში". ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა