სამარცხვინოა, რომ საქართველოში დღეს ისევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალწინ - პრეზიდენტი პოლიციის დღეზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსტროში შემავალი ყველა უწყების თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა, ხაზი გაუსვა მათ პროფესიონალიზს, თქვა, რომ „ქართლმა პოლიციამ შეძლო გარდაქმნა და ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა“. ამასთან მან ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და ფემიციდის არსებობს „სამარცხვინო“ უწოდა. „მინდა ერთი საკითხი ვახსენო, მართალია ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა, დღეს საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალწინ, ვიცი რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცითმ თქვენც და მეც და ყველამ, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებლი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს.  ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველამ გადავდგათ ნაბიჯი, ყველა ზომა მივიღოთ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მივაღწიოთ - ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული. დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას, გამოყო სამინისტროს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. „ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მან საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიცილებს მადლობა გადაუხადა მათი სამსხურისთვის და ოპონენტთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ. „რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბავილმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვილი ღონისძიება ახალი სიმღერის პრეზენტაციით დასრულდა, სიმღერის „ვემსახურები საქართველოს“ მუსიკის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კომპოზიცია მომღერალმა ოთო ნემსაძემ ანსამბლ „ქართულმა ხმებთან“ ერთად შეასრულა.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31876534.html

Source: radiotavisupleba.ge