საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" თქვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
არჩევნებზე ზღვარგადალახული პარტიებიდან მხოლოდ "გირჩი" და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. მათ დაფინანსების მოთხოვნის წერილი აუდიტის სამსახურს არ გაუგზავნეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.
საბიუჯეტო დაფინანსებას სულ 7 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს, მათ შორის ორი ბლოკია. ბიუჯეტია თანხა დაერიცხებათ: "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბლოკში შემავალ პარტიებს („რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“), "ევროპულ საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელს" და მასთან ბლოკში მყოფ "კანონი და სამართალს", "პატრიოტთა ალიანსს", "ლეიბორისტულ პარტიას".
საქართველოს კანონმდებლობით თითოეული პარტია 50 ათასის ფარგლებში ყოველი მიღებული ხმისთვის 15 ლარს მიიღებენ, ყოველ შემდეგ ხმაზე კი დამატებით 5 ლარს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30990214.html
#ახალი_ამბები
#twitter