ტრამპი: ამ ეტაპზე კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას არ ვგეგმავ
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.
„ადამიანებმა, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ, ვაქცინა მოგვიანებით უნდა გაიკეთონ, თუ ეს განსაკუთრებულად აუცილებელი არ არის. მე ვთხოვე, რომ ეს კორექტირება განხორციელდეს. ვაქცინის გაკეთება დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ მოუთმენლად ველი ვაქცინაციას შესაბამის დროს. გმადლობთ! ”- წერს ტრამპი „ტვიტერში“.
მედიის ცნობით, თეთრი სახლის პერსონალის ნაწილისა და მთავრობის სამივე შტოს გარკვეული წარმომადგენლების ვაქცინაცია მომდევნო 10 დღის განმავლობაში იგეგმება.