ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Pirveliradio Ge
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს.
3 ახალი ინფიცირების შემთხვევა, ამჯერადაც რუსეთს უკავშირებდება. კოვიდ ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეა, 1 კი სატვირთოს მძღოლი.
დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი პირველად 5 მაისსს დადასტურდა და ამ დრომდე უკვე ინფიცირებულთა ნახევარი, 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა. უცნობია რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
http://pirveliradio.ge/?newsid=145433