ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 86 432 ადამიანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 86 432 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4 023 179-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 1,089 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 69 561-ს აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.