ტრეილერის მძღოლის 29 კონტაქტიდან არცერთი არ დადასტურდა.
Zugdidi Daily
დღეს ზუგდიდის ინფქციურ საავადმყოფოში 94 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათ შორის 42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტიც, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, სულ 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. კიდევ 13 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
#ზუგდიდი
#ინფექციურისაავადმყოფო
#ბიოლოგიურიმასალა
#უარყოფითიპასუხები
#zugdididaily