კიბერშეტევა აჭარის მაუწყებლის ვებგვერდზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კიბერშეტევა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ-გვერდზე. ჰაკერებმა ვებ გვერდის თავსართში ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას და აფერხებს ვებ გვერდის მუშაობას.
მაუწყებელი მიიჩნევს, რომ თავდასხმის მიზანი იყო მაუწყებლის მნიშვნელოვანი პლატფორმის მუშაობის პარალიზება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების ხელშეშლა. მაუწყებელმა უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.