გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა

Tbilisi Daily

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი. როგორც „ინტერპრესნიუსსა“ შსს-ში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იძიებს.