ცხინვალის რაიონში სამი ადამიანის ნეშტი იპოვეს
Gori Daily
ცხინვალის რაინოში, სოფელ ტბეთის მკვიდრმა, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დროს, სამი ადამიანის ნეშტი იპოვა. ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ინფორმაციით, დაღუპულთა ვინაობა და გარდაცვალების გარემოებები დადგნილი არ არის.
მათივე ცნობით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ ტბეთის მკვიდრმა აცნობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ე.წ. შსს-ს და გენერალური პროკურატურის მოხელეები მივიდნენ და ნეშტები ამოიღეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#სიახლე
#goridaily
#ახალიამბები