რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი პოლიციამ საკარანტინო სივრცეში დააბრუნა
Tbilisi Daily
რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს.
შუახნის კაცი,რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ დღეს გაიქცა. ის რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
მას მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა. ტესტირების შემდეგ, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, პაციენტი კვლავ საკარანტინო სივრცეში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მან ცხელების ცენტრი თვითნებურად დატოვა.