საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 4 897 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით 280 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 30 513 პაციენტი გარდაიცვალა.