კერამიკის ხელოვნება - ირაკლი ხანთაძე

0
კერამიკა ერთ-ერთი გამორჩეული დარგია, რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის საინტერესო ისტორია ჰქონდა. ეს არის ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი უძველეს და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მუდმივად განვითარებადი დარგი.
კარგად შერჩეული კერამიკული ნამუშევრები ინტერიერს საოცრად ამდიდრებს, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
საქართველოში უამრავი ნიჭიერი მხატვრული კერამიკოსი გვყავს, რომლებიც უფროდაუფრო საინტერესო ნამუშევრებით ახალისებენ თავიანთ სფეროს.
ამ ბლოგში კერამიკის ხელოვნებაზე და ქართველ, ძალიან ნიჭიერ კერამისკოსზე, ირაკლი ხანთაძეზე მოგიყვებით.

მხატვრული კერამიკა ანუ კერამიკის ხელოვნება

"პირველად, 25 წლის ასაკში დავინტერედი კერამიკით. ამ დროს აიკიდოზე ვვარჯიშობდი, ძალიან კარგი პიროვნება, რომელიც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა, ბატონი მალხაზ ჟღენტი, გურული, მირჩევდა, რომ სახელოსნოში მივსულიყავი, რომელშიც ბავშვებს მხატვრულ კერამიკას ასწავლიდა. მრავალჯერადი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, საბოლოოდ ვესტუმრე მას. სულ რამდენჯერმე ვცადე და სამეთუნეო ჩარხთან პირველივე შეხებიდან, დაუჯერებელია, მაგრამ რატომღაც ვიცოდი რომ ეს საქმიანობა კარგად უნდა შემესწავლა.”

განვითარების ისტორია

“3 წელი ვიმუშავე აკადემიაში ლაბორანტად, შემდეგ კი 2016 წელს გერმანიაში წავედი ევროპის მოხალისედ. ბავშვებთან ერთწლინი მუშაობის შემდეგ, 2019 წელს აკადემიის “უხუცესი” პირველკურსელი გავხდი. 2018 წელს ტაივანში გამართულ კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა, ხოლო 2019 წელს ლატვიის საერთაშორისო სიმპოზიუმში.”
“კერამიმაში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ფორმასა და უბრალოებას ვანიჭებ. ნამუშევარი მინდა მაქსიმალურად სადა და ესტეთიკური იყოს.”

შთაგონება

“ძველი ხალხოსნური ტექნიკები მაინტერესებს და ვცდილობ ნელნელა, ძიების გზით შევქმნა. ჩემი შთაგონებაც ხშირად უძველესი კერამიკული ნამუშევრები, მათი უმაღლესი ესთეტიკურობაა. სწორედ აქედან გამომდინარე ვცდილობ ძველისა და ახალის სინთეზურ შერწყმას.”

შექმის პროცესი

“დაინტერესებული ვარ სხვადასხვა ფაქტურებით. შეიძლება მხოლოდ ფაქტურა ვიცოდე, რომელსაც ვქმნი, ფორმა კი კეთების დროს დავიჭირო, რადგან გამოყვანის პროცესი მუდმივი მოძრაობაა, ყოველ წამს იბადება ახალი ფორმა და ამ დროს სივრცეში სწორედ მას ვირჩევ, რომელიც ყველაზე საინტერესო იქნება. არსებული შესაძლებლობიდან, ხშირად ვცდილობ სხვადასხვა ექსპერიმენტების კეთებას.”
“თვალახვეულმა ამოყვანა თავიდან ინტერესის გამო დავიწყე, უბრალოდ მაინტერესებდა თუ გამომივიდოდა, შემდეგ, როცა ვიდეო დავდე და ბევრი აღფრთოვანება მოჰყვა, ვიფიქრე რომ ნელნელა გავართულებდი. ასე გაგრძელდა სანამ ორ ჩარხზე ერთდროულად არ ამოვიყვანე თვალახვეულმა.”

ნამუშევრები

მასალა: შამოტი სიმაღლე: 12სმ დიამეტრი: 9 სმ
კერამიკა, ლარნაკი სიმაღლე 13, 5სმ დიამეტრი 14 სმ.
კერამიკა, ლარნაკი სიმაღლე: 8სმ დიამეტრი: 14სმ
კერამიკა, ლარნაკი სიმაღლე: 23სმ დიამეტრი: 19, 5სმ
##დამზადებულიასაქართველოში
🇬🇪
დეკორატიული ლარნაკი წითელი თიხა
ირაკლის გვერდი:
სტატიაზე იმუშავა: მარიამ თოფურიამ / მომო _____________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ თვალყური ყველაზე საინტერესო შემოქმედებით - სიახლეებს მომოსთან ერთად 🏺 - #კერამიკა #ხელოვნება #თანამედროვეხელოვნება #კერამიკისხელოვნება #pottery #potter #კერამიკოს #ირაკლი #ხანთაძე #ირაკლიხანთაძე #კერამიკული #ლარნაკი #ნაკეთობები #დიზაინი #შემქმნელი #გაიცანიხელოვანი
0