თუთია - მინერალია, რომელიც მონაწილეობს ძვლების, შემაერთებელი ქსოვილების, თმის, კანის, ღვიძლის, თირკმელების ნორმალურ განვითარებაში.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, სპერმის მომწიფებასა და ჭრილობების შეხორცებაში.
უამრავ ადამიანს აქვს თუთიის დეფიციტი, თუმცა ამის შესახებ არც კი იციან.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გაწუხებთ, ეს შეიძლება თუთიის ნაკლებობაზე მიუთითებდეს:
1. თმის ცვენა
2. დაზიანებული, მშრალი თმა
3. მტვრევადი ფრჩხილები
4. აკნე
5. წონის სწრაფი კარგვა
6. ქრონიკული ინფექციები
7. დეპრესია
8. მხედველობის დაქვეითება
9. ქოლესტერინის მომატება
თუ ჩამოთვლილთაგან ერთი სიმპტომი მაინც გაქვთ, ეცადეთ მიიღოთ შემდეგი პროდუქტები, დიდი რაოდენობით:
საოქლნის ხორცი
ქათამი
კვერცხი
თევზი
გოგრისა და მზესუმზირის თესლი
თხილი
ნუში
კაკალი