2 votes
comments
1 shares
Save
საქმიანი შეხვედრის ადგილი - მთავრობა საქართველოს ახალ იმიჯს არგებს
103 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

"ჩვენი სისტემური ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო შევქმნათ, როგორც პლატფორმა, მსხვილი ქვეყნის ეკონომიკებს შორის, კომფორტული ვაჭრობისთვის და კომფორტული ბიზნესის კეთებისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მხოლოდ მაშინ შეძლებს, გახდეს სანდო და სავაჭრო-ბიზნეს პლატფორმა, თუ მოახერხებს, იყოს კომპეტენციის, კანონმდებლობის, ინსტიტუციურად ყველაზე მყარი და ძლიერი ქვეყანა,

"შეხვედრის ადგილი, ასეც შეიძლება დავარქვათ და ეს შეიძლება გახდეს საერთოდ ქვეყნის პოზიციონირების ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სტუმარ-მასპინძლობა, ეს ჩვენი დღევანდელობა კი არის, ეს არის ჩვენი ტრადიციები. უნდა გვესმოდეს, რომ სტუმარ-მასპინძლობა მარტო ტურიზმს არ ნიშნავს, ან ტურიზმი არ არის მხოლოდ გართობის, ან ზღვაზე, ან მთის ტურიზმი. ტურიზმი შეიძლება სამედიცინო, ეს უნდა იყოს განათლება, მედიცინა, ბიზნესის კეთება, კომფორტული ტრანზიტი. ეს ყველაფერი უნდა იყოს. ეს შექმნის იმ გარემოს, რომელმაც უნდა მოიზიდოს უფრო მეტი ინვესტიციები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, კორონა-კრიზისამდე სავაჭრო დეფიციტი დინამიკურად მცირდებოდა, რაც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი იყო.

„ჩვენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების მიმართულებით რომ მივდიოდით, ძალიან კარგად გვესმოდა, რომ საქართველო, იმ სავაჭრო დეფიციტით, რომელიც გვქონდა, როდესაც ჩვენ მოთხოვნას, ჩვენით ვერ ვაკმაყოფილებდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი, დღეს, ნელ-ნელა და მიზანმიმართულად, ეტაპობრივად სწორდება, ეს პანდემია რომ არ ყოფილიყო, 2020 წლის დასაწყისში, ეს საკმაოდ დინამიურად სწორდებოდა. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს ქვეყანა უნდა შევქმნათ, როგორც პლატფორმა იმისთვის, რომ უდიდესმა ეკონომიკებმა, რომელთანაც ჩვენ შესანიშნავი სამართლებრივი ჩარჩოები გვაქვს, ერთმანეთთან ივაჭრონ და ბიზნესი აკეთონ აქ. ამის შესაძლებლობა არსებობს. მათ შორის ტრანზიტიც და მათ შორის, შეხვედრის ადგილიც. შეხვედრის ადგილი, გარდა იმისა, რომ კომპეტენციაა, საკმაოდ მაღალი დონის კომპეტენციას მოითხოვს. ამიტომ დაგვჭირდება, რომ აქაც, ვიაროთ გარკვეული დრო. ამიტომ დაგვჭირდება ახალი თაობა, რომელსაც უფრო მაღალი დასავლური ხარისხის განათლება აქვს და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები გააფორმა ჩინეთთან,ახლა ვაფორმებთ ინდოეთთან, გვაქვს ევროკავშირთან, ყველა მეზობელთან, ისრაელთან მოლაპარაკებებში ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვცდილობთ. ხომ უნდა გვესმოდეს, 3.7 მილიონიანმა საქართველომ რა შეიძლება აწარმოოს ისეთი, რომ მიზნად ჰქონდეს ყველასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები,"-განმარტა პრემიერმა.


Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
2
Write a comment
1