მაჭახელას ეროვნული პარკისთვის 120 000 ევრო გამოიყო

0
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მაჭახელას ეროვნული პარკი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მაჭახელას ეროვნული პარკთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე კვირას გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ მაჭახელას ეროვნული პარკი ბათუმიდან 30 კმი-ის დაშორებით მდებარეობს და იგი 2012 წელს, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის მიზნით, შეიქმნა. მაჭახელა ეროვნულიპარკი ბათუმი
BatumiDaily
0