,,არ არსებობდა, მარადონას წინააღმდეგ ბოლომდე სუფთა ფეხბურთი გეთამაშა..."

0
ქუთაისის , , ტოპედო" სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს : , , დიეგო VS ჭომა - ლეგენდარული დაპირისპირება❗ დიეგო მარადონას სიდიადეზე წერა და საუბარი უსასრულოდ შეიძლება. ფეხბურთელი, რომელმაც ეს სპორტის სახეობა სხვა სიმაღლეზე აიყვანა და მილიონობით ადამიანს შეაყვარა. მისი მოდანზე განეიტრალება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მეტ-ნაკლებად ვინც ეს შეძლო ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე იყო - იგივე ჭომა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა არგენტინა ანგარიშით 4:2 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი თანაქალაქელი და ტორპედოელი თენგიზ სულაქველიძე დაასახელეს, გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან. თენგიზ სულაქველიძე: ''არგენტინასთან თამაშამდე მეძახის საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი და მეუბნება, დიეგო მარადონა უნდა დაიჭიროო. როგორი საქმეა, მარადონაო... მაშინ ის ნომერ პირველი ფეხბურთელი იყო მსოფლიოში. გამოვედი ოთახიდან და ვფიქრობ: რაღა მე ამომარჩია – მეთქი?! დიეგოს მეურვეობა ურთულესი საქმე იყო. მე მითამაშია ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ. მათ შორის, ზიკოს წინაღმდეგ, მაგრამ მარადონა მაინც სხვა იყო. მე არ მინახავს მისი დიაპაზონის მეორე ფეხბურთელი. უნიკალური იყო არა მხოლოდ თავისი ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში წამითაც არ ჩერდებოდა. დაიწყო თამაში და მივხვდი, რომ შეუძლებელი უნდა გამეკეთებინა. არ არსებობდა, მარადონას წინააღმდეგ ბოლომდე სუფთა ფეხბურთი გეთამაშა. მაგრად ვეცადე და, მგონი, კი გამომივიდა მისი შეჩერება. რაღაც დონეზე მაინც. ჩემთვის ის იმიტომაცაა უდიდესი ფეხბურთელი, რომ ბევრი ხვდებოდა ფეხებში და ერთი ხმა არ გაუღია. ვარსკვლავები კი არა, საშუალო ფეხბურთელები გაიჭიმებიან – ხოლმე ამ დროს. ის კი ჩუმად და თავდადებით აგრძელებდა თამაშს. უნაკლო ფეხბურთელი – მე ასე დავახასიათებდი დიეგო მარადონას..." ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#ფეხბურთი
#ტორპედო
#kutaisidaily
0