4 სიმპტომი,რომელიც კალიუმის ნაკლებობაზე მიგვითითებს

0
კალიუმი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია. ის დიდ როლს ასრულებს სითხის ბალანსის დაცვაში, არეგულირებს კუნთის ნორმალურ შეკუმშვასა და ნერვული იმპულსების გატარებას. ასევე დიდ როლს ასრულებს მაღალი არტერიული წნევის სტაბილიზაციაში, ამცირებს ინფარქტის რისკს. ახდენს ოსტეოპოროზისა და თირკმლის კენჭების ჩამოყალიბების პრევენციას. კალიუმის ნაკლებობით გამოწვეული სიმპტომების შემჩნევა საკმაოდ რთულია. თუმცა მისი ნაკლებობა ძლიერ ზემოქმედებს ასაკოვან პირებზე. კალიუმის ნაკლებობისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები: 1. კალიუმს დიდი როლი აქვს კუნთის ნორმალური შეკუმშვის პროცესში, მისი ნაკლებობისას კი გამოხატულია კუნთების სისუსტე და სპაზმები. 2. ახასიათებს ყაბზობა 3. ხშირია არითმიები, კალიუმის ნაკლებობა იწვევს გულის კუნთის ანომალურ შეკუმშვებს 4. დაღლილობასა და სისუსტეს უამრავი მიზეზი აქვს და მათ რიცხვში შედის ჰიპოკალიემიაც.
0