"არავინ იცის, ვინ გვიხსნის ცეცხლს, ეს უხილავი მტერია"

0
ომი დრო­ნე­ბით - ის, რაც აქამ­დე სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მებ­ში გვი­ნა­ხავს, დღეს ჩვენს მე­ზობ­ლად რე­ა­ლო­ბად იქცა. 21-ე სა­უ­კუ­ნემ, ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა მიღ­წე­ვებ­მა ახა­ლი საბ­რძო­ლო ია­რა­ღი მოგ­ვცა. მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე ომმა ჩვე­ნი ეპო­ქის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მოს­ცა­და. რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა“ წერს, 21-ე სა­უ­კუ­ნის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ია­რაღს - მფრი­ნავ საბ­რძო­ლო აპა­რატს, აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­უჭ­რე­ლი კონ­ფლიქ­ტი უფრო დესტრუქ­ცი­უ­ლი გა­ხა­დოს. ვის მხა­რე­საა უპი­რა­ტე­სო­ბა? სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე­ე­ბი დაჭ­რილ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბულ ცნო­ბებს ავ­რცე­ლე­ბენ. რე­ა­ლუ­რი ციფ­რე­ბის გა­გე­ბა კი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­თუ შე­ზღუ­დუ­ლი წვდო­მა აქვთ ფრონ­ტის ხაზ­ზე მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლის შე­სა­ხებ, არა­მედ მათი მუ­შა­ო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თოა. ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ მცი­რე, 6 ჟურ­ნა­ლის­ტი და­შავ­და. "ალ­ჯა­ზი­რას“ ცნო­ბით, ბრძო­ლის ვე­ლის ვი­დე­ო­ე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს ეხე­ბა უპი­ლო­ტო საბ­რძო­ლო საფ­რენ აპა­რა­ტებს, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯან­მა ის­რა­ე­ლის­გან და თურ­ქე­თის­გან შე­ი­ძი­ნა.დრო­ნე­ბის ორი სა­ხე­ო­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორი სა­ხე­ო­ბის საბ­რძო­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი - ერთ სა­ხე­ო­ბას აქვს თა­ვი­სი­ვე რა­კე­ტე­ბი, ხოლო მე­ო­რე არის ე.წ. კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბი. იქ­ნე­ბა თუ არა მათი ძალა გა­დამ­წყვე­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის გა­დაჭ­რით თქმა რთუ­ლია, თუმ­ცა უკვე ცხა­დია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თათ­ვის ისი­ნი ომში უპი­რა­ტე­სო­ბის გან­ცდას ქმნი­ან, ხოლო სომ­ხეთ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს იწ­ვე­ვენ. მა­გა­ლი­თად, ბა­ქო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ციფ­რუ­ლი ბილ­ბორ­დე­ბი, სა­დაც გა­მუდ­მე­ბით ქვეყ­ნდე­ბა მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ფო­ტო­ე­ბი - მათ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ ურტყა­მენ სომ­ხურ ტან­კებ­სა და სხვა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას დრო­ნე­ბით. მსგავ­სი ფო­ტო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. სომ­ხეთ­ში კი დრო­ნებს "უხი­ლავ ია­რაღს“ უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ არას­დროს იცი, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას ცე­ცხლი.აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა ერთ-ერთ თურ­ქულ არხთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ­მა თურ­ქულ­მა დრო­ნებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის და­ნა­კარ­გი შე­ამ­ცი­რა. ეს დრო­ნე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ თურ­ქე­თის ძა­ლას და ასე­ვე გვაძ­ლი­ე­რე­ბენ ჩვენ - ამ­ბობს ალი­ე­ვი. თავ­დაც­ვის ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი გუ­ლის­ხმობ­და საფ­რენ აპა­რატს სა­ხე­ლად - Bayraktar TB2s-ს, ასე­ვე უპი­ლო­ტო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დებს (UAV-ის), რომ­ლებ­საც თურ­ქუ­ლი თავ­დაც­ვის კომ­პა­ნია Baykar აწარ­მო­ებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აზერ­ბა­ი­ჯან­მა ივ­ნის­ში, თურ­ქეთ­თან სამ­ხედ­რო გა­რი­გე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღო.TB2s-ს შე­უძ­ლია ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 8 000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, რაც არ­თუ­ლებს მის შემ­ჩნე­ვას, აქვს ოთხი რა­კე­ტა და შე­უძ­ლია ფრე­ნა 27 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. "ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ამ საბ­რძო­ლო აპა­რა­ტებს თურ­ქე­თი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და სი­რი­ა­სა და ლი­ბი­ა­ში. ისი­ნი ახ­ლა­ხანს გა­მოჩ­ნდნენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ამ­ბობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი თავ­დაც­ვის ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კო­სი, ფუად შაჰ­ბა­ზი. ლონ­დო­ნის კინგს კო­ლე­ჯის ომის სწავ­ლე­ბის მკვლე­ვა­რის, რობ ლის თქმით, TB2-ის გა­მო­ყე­ნე­ბამ დრა­მა­ტუ­ლად იმოქ­მე­და სომ­ხურ სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ზე. "TB2s-ის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა იყო, ხოლო შემ­დეგ მათი სა­მიზ­ნე გახ­და ტან­კე­ბი, არ­ტი­ლე­რია და ახ­ლაც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის­თვის ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. რუ­სეთ­მა 2016 წელს გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მათ უნდა და­ე­წყოთ სომ­ხე­თის აღ­ჭურ­ვა, რათა აზერ­ბა­ი­ჯან­თან სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს ლი. მისი თქმით, სომ­ხეთს აქვს " Iskander M”, ასე­ვე ტაქ­ტი­კუ­რი ბა­ლის­ტი­კუ­რი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ის არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი თავ­დაც­ვის ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კო­სი, ფუად შაჰ­ბა­ზი ამ­ბობს, რომ სომ­ხურ ძა­ლებს სა­ბო­ლო­ოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რი­ცხობ­რივ უპი­რა­ტე­სო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წევთ. "სე­პა­რა­ტის­ტულ­მა რე­ჟიმ­მა კარ­გად იცის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა 10 მი­ლი­ონს შე­ად­გენს, გვყავს 70 000 აქ­ტი­უ­რი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და 300 000-კა­ცი­ა­ნი ძლი­ე­რი სა­რე­ზერ­ვი არ­მია. ასე რომ, ისი­ნი დიდ­ხანს ვერ გა­უ­წე­ვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას“, - ამ­ბობს შაჰ­ბა­ზი. სომ­ხეთს ერთი მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - გე­ოგ­რა­ფია. "ალ­ჯა­ზი­რა“ წერს, რომ თუ სომ­ხე­თის ძა­ლებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში რი­ცხობ­რი­ვად და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად უს­წრებს, სომ­ხეთს ერთი მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - გე­ოგ­რა­ფია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სახ­მე­ლე­თო ძა­ლებს კარ­გად გა­მაგ­რე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევთ, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ მთი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­ვე სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა ფლობს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვით სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ "კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის“ პოვ­ნა და ჩა­მოგ­დე­ბა, თუმ­ცა შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო. სტე­პა­ნი­ა­ნი წერს, რომ კი­დევ ერთი მტე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია:ომი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ფილ­მის ეფექ­ტით "არა­ვინ იცის სა­ი­დან მო­დის ცე­ცხლი, ეს (დრო­ნი) უხი­ლა­ვი მტე­რია. ამ ომს სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მის ეფექ­ტი აქვს. მათ არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო, არა­მედ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმის­თვის იყე­ნე­ბენ, იყე­ნე­ბენ კა­სე­ტურ ბომ­ბებს და ეს დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია "ამ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“ მიერ“, - ამ­ბობს ერევ­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რი­ჩარდ გი­რა­გო­სი­ა­ნი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნაკ­ლე­ბო­ბა რო­გორც "ალ­ჯა­ზი­რა“ წერს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო უპი­რა­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა შე­ლა­ხოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნაკ­ლე­ბო­ბამ. "ვნა­ხე ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ჯა­რე­ბი არ მოქ­მე­დე­ბენ ტაქ­ტი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლად. ზო­გა­დად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სამ­ხედ­რო­ებს არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე­ებს, ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გამო და­წი­ნა­ურ­დნენ. და მა­ში­ნაც კი, თუ მა­ღალ­ტექნლო­გი­უ­რი ია­რა­ღე­ბის კუ­თხით უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ, სომ­ხეთს შე­უძ­ლია მათი და­მარ­ცხე­ბა, თუ ტაქ­ტი­კა­სა და ტექ­ნი­კას სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ“, - ამ­ბობს ლონ­დო­ნის კინგს კო­ლე­ჯის ომის სწავ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი რობ ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა. 10 ოქ­ტომ­ბერს სომ­ხურ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რე­ებ­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბას არც ერთი მხა­რე არ ას­რუ­ლებს. მომ­ზა­დე­ბუ­ლია aljazeera.com-ის მი­ხედ­ვით
0