იუპიტერის და სატურნის "დიდი შეერთება" შედგა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ტელესკოპით და შეუიარაღებელი თვალითაც აკვირდებოდა მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტის, იუპიტერის და სატურნის „დიდ შეერთებას“, რომელმაც კულმინაციას 21 დეკემბერს, ღამით მიაღწია.
ეს ორი პლანეტა ერთმანეთს უსწორდება დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ, მაგრამ წლევანდელი მოვლენა გამორჩეული იყო იმით, რომ თითქმის 400 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სატურნი და იუპიტერი ერთმანეთთან ასე ახლოს მივიდნენ და დაახლოებით 800 წელი მას შემდეგ, რაც ორი პლანეტის „დიდი შეერთება“ ღამით მოხდა. ამასთან, კულმინაცია დაემთხვა წლის ყველაზე გრძელ ღამეს, 21 დეკემბერს.
იუპიტერის და სატურნის შეერთებას "შობის ვარსკვლავადაც" მოიხსენიებენ, რადგან ეს მოვლენა შობის პერიოდში ხდება ხოლმე.
„დიდი შეერთება“ დედამიწიდან ყველაზე კარგად ეკვატორიდან ჩანდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31012886.html
#ახალი_ამბები
#twitter