კოვიდინფიცირებული ზელენსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Tbilisi Daily

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი კიევში, „კლინიკა ფეოფანიაში“ მკურნალობს, სადაც იზოლირებულ პალატაში იმყოფება. „ის ჯერ სახლში იყო, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა საავადმყოფოში გადასულიყო. იქ პაციენტებისთვის უკეთესი პირობებია. არაფერი სერიოზული“,- განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა.