ლიბანის პრემიერი - მომხდარი კატასტროფა დაუსჯელი არ დარჩება

Tbilisi Daily

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბიმ მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საწყობთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქდა, კითხვის ნიშნები 2014 წლიდან არსებობდა. ქვეყნის პრემიერის თქმით, საწყობთან დაკავშირებით ფაქტებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ. „გპირდებით, ეს კატასტროფა დაუსჯელი არ დარჩება. პასუხისმგებელი პირები აგებენ პასუხს“, – განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა. დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბეირუთში აფეთქებას 78 პირი ემხვერპლა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი.