მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში - კობახიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საპარლამენტოუმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შევიდა პარლამენტში.ირაკლი კობახიძის თქმით, მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო იქნება მრავალპარტიული.
„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, ასევე „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ჩვენ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას”'' - განაცხადა ირაკლი ხობახიძემ.
„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია დადავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან.