ქობულეთში ბულვარის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს

Batumi Daily

ქობულეთში ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპიროს კეთილმოწყობა ორ ეტაპად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. "ქობულეთში ევროპული სტანდარტების ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სრულად კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი. წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით ეწყობა სასეირნო და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი, მონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა." - წერია უწყების განცხადებაში. სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო:აჭარის მთავრობა #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში