საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება

0
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში  კემლინ ფურლიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ახალი პროექტის მიზანს საქართველოში ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრში, რომელიც ამჟამად საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ 100 ადამიანს ემსახურება,  ქართულ ენას დამატებით 150 ლტოლვილი შეისწავლის. ასევე, ცენტრი ბენეფიციარებს შესთავაზებს პროფესიული გადამზადების კურსებს, კონსულტაციას გაუწევს დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო სერვისებისა თუ პროგრამების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.
#News
0